Wednesday, March 23, 2011

აჭარული ხაჭაპური


1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე;
2. გადაზილეთ ცომი და გაყავით 3 ნაწილად. დატოვეთ ფქვილ მოყრილ კულინარიულ დაფაზე 10-15 წუთით;
3. ამ დროში ყველი (ან მათი სახეობები აურიეთ ერთმანეთში და გაყავით 3 ნაწილად);
4. ცომის ერთი ბურთულა აიღეთ და გააბრტყელეთ ნავისებურად (ოვალორად);





5. შუა გულში დადეთ ყველი და გაშალეთ ცომზე, ისე, რომ ცომის კიდეები 3 სმ სიგანით ყველის გარეშე დარჩეს;
6. ცომის ეს თავისუფალი გვერდები გადმოკეცეთ ყველზე ზემოდან შემდეგი წესით:
ა) კიდეები, დაახლოებით ხაჭაპურის სიგრძის ¼ ორივე მხრიდან უნდა იყვეს დახურული, ამისათვის, ცომი ორივე მხრიდან წამოკეცეთ ერთმანეთისკენ და შეკარით, შეეცადეთ ეს ნაკერი შეუმჩნეველი დარჩეს;
ბ) ხაჭაპურის სიგრძის შუა ნახევარი რჩება ღია, ანუ ცომის კიდეებს შორის ყველი უნდა ჩანდეს. აქ, შეეცადეთ, რომ ძალიან ფართედ არ გამოაჩინოთ ყველი, რადგან შემდეგ თავისითაც გაიშლება.


7. შეეცადეთ, ხაჭაპური ფორმის შეუცვლელად გადაიტანოთ  თუნუქის ფურცელზე. ამ დროს, როგორც წესი  - ხაჭაპურის ცომი უფრო იწელება, ვიდრე თავიდან გქონდათ გაკეთებული, ამიტომ უფრო პატარა ზომის მოამზადეთ, ვიდრე თქვენი ღუმლის ფურცელია და შემდეგ მასზე „გაწელეთ“ სიგრძის მიხედვით;
8. ყველა ხაჭაპურის თუნუქზე გადატანის შემდეგ შედგით ღუმელში. ღუმელში ენთოს მხოლოდ ქვედა განყოფილება;
9. როცა ცომი შემაგრდება და ხაჭაპური თითქმის გამომცხვარია - ცომს გადაუსვით კარაქი ან კვერცხი, უკეთესი ფერისათვის და აანთეთ ზედა განყოფილებაც;
10. როცა ხაჭაპური მზად იქნება - ღია, ყველიან ნაწილში ჩაახალეთ კვერცხი და ჩადეთ 1 მომცრო ნაჭერი კარაქი. კვერცხმა მხოლოდ უნდა შეიკრას თავი და ან გამოცხვეს, ამიტომ 2-3 წუთზე მეტ ხანს ნუ გააჩერებთ, თან მუდმივად აკონტროლეთ;
11. გამოიღეთ, გადაიტანეთ თეფშებზე და აურიეთ კვერცხი და ყველი ერთმანეთს, სანამ გაცივებულა.

No comments:

Post a Comment