Thursday, March 28, 2013

ადამიანი თუ თოჯინა?!

შესაძლებელია თუ არა ადამიანი იმდენად ჰგავდეს თოჯინას, რომ ფოტოზე გარჩევაც გაგიჭირდეს? როგორც ჩანს ეს შესაძლებელია, რადგან ასეთი გოგონები არსებობენ (იმედს ვიტოვებ ბიჭებიც). მაგალითებს კი პოსტში იხილავთ

Thursday, March 24, 2011

ღორის ჩაბასტურმებული მწვადი

მსუქანი ღორის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ჩავდოთ თიხის, მინანქრის ან ფაიფურის ჭურჭელში. დავაყაროთ ალყა–ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, დავასხათ ძმარი, დავახუროთ სახურავი და შევინახოთ რამოდენიმე საათით (შეიძლება ერთი დღე და ღამეც). შემდეგ ამოვიღოთ, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მზად იქნება, მოვაყაროთ ალყა–ალყა დაჭრილი ხახვი და სუფრასთან მივიტანოთ. შეგიძლიათ ბროწეულიც მოაყაროთ.

ხინკალი


  • მსუქანი ცხვრის ხორცი (ან საქონლის ) - 300გრ,
  • ღორის ხორცი - 200გრ,
  • წითელი ხახვი - 3 საშუალო თავი,
  • პურის ფქვილი - 500გრ,
პილპილი, მარილი - გემოვნებით.

დამზადების მეთოდი [რედაქტირება]

ფაილი:Khinkali.jpgდაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ შავი პილპილი, მარილი და ცივი წყალი (1,5 ჭიქა დაახლოებით).
გაჭერით პურის ფქვილი, მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ, დაუმატეთ მარილი, ჩაასხით ცივი წყალი და მოზილეთ მაგარი ძარღვანი ცომი. (ნახევარი საათის განმავლობაში ცომი სულ უნდა ზილოთ). დაასვენეთ ცომი 1საათი.
ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით 1 სმ სისქის) , გამოჭერით ჭიქით და გააბრტყელეთ სადესერტო თეფშისოდენა მრგვალ ნაჭრებად.
თითოეულ ნაჭერზე დაადეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, შემოუკეცეთ ნაპირები, მოგრიხეთ, დატკეპნეთ და მიეცით ლეღვისებური ფორმა. შემდეგ მოათავსეთ ზომიერ მარილიან მდუღარე წყალში და ხარშეთ. დროდადრო ფრთხილად ურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, მოასხით ნახევარი ლ ცივი წყალი , ამოიღეთ ,მოაყარეთ პილპილი და გემრიელად მიირთვით.
შეგერგოთ!

Wednesday, March 23, 2011

აჭარული ხაჭაპური


1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე;
2. გადაზილეთ ცომი და გაყავით 3 ნაწილად. დატოვეთ ფქვილ მოყრილ კულინარიულ დაფაზე 10-15 წუთით;
3. ამ დროში ყველი (ან მათი სახეობები აურიეთ ერთმანეთში და გაყავით 3 ნაწილად);
4. ცომის ერთი ბურთულა აიღეთ და გააბრტყელეთ ნავისებურად (ოვალორად);





5. შუა გულში დადეთ ყველი და გაშალეთ ცომზე, ისე, რომ ცომის კიდეები 3 სმ სიგანით ყველის გარეშე დარჩეს;
6. ცომის ეს თავისუფალი გვერდები გადმოკეცეთ ყველზე ზემოდან შემდეგი წესით:
ა) კიდეები, დაახლოებით ხაჭაპურის სიგრძის ¼ ორივე მხრიდან უნდა იყვეს დახურული, ამისათვის, ცომი ორივე მხრიდან წამოკეცეთ ერთმანეთისკენ და შეკარით, შეეცადეთ ეს ნაკერი შეუმჩნეველი დარჩეს;
ბ) ხაჭაპურის სიგრძის შუა ნახევარი რჩება ღია, ანუ ცომის კიდეებს შორის ყველი უნდა ჩანდეს. აქ, შეეცადეთ, რომ ძალიან ფართედ არ გამოაჩინოთ ყველი, რადგან შემდეგ თავისითაც გაიშლება.


7. შეეცადეთ, ხაჭაპური ფორმის შეუცვლელად გადაიტანოთ  თუნუქის ფურცელზე. ამ დროს, როგორც წესი  - ხაჭაპურის ცომი უფრო იწელება, ვიდრე თავიდან გქონდათ გაკეთებული, ამიტომ უფრო პატარა ზომის მოამზადეთ, ვიდრე თქვენი ღუმლის ფურცელია და შემდეგ მასზე „გაწელეთ“ სიგრძის მიხედვით;
8. ყველა ხაჭაპურის თუნუქზე გადატანის შემდეგ შედგით ღუმელში. ღუმელში ენთოს მხოლოდ ქვედა განყოფილება;
9. როცა ცომი შემაგრდება და ხაჭაპური თითქმის გამომცხვარია - ცომს გადაუსვით კარაქი ან კვერცხი, უკეთესი ფერისათვის და აანთეთ ზედა განყოფილებაც;
10. როცა ხაჭაპური მზად იქნება - ღია, ყველიან ნაწილში ჩაახალეთ კვერცხი და ჩადეთ 1 მომცრო ნაჭერი კარაქი. კვერცხმა მხოლოდ უნდა შეიკრას თავი და ან გამოცხვეს, ამიტომ 2-3 წუთზე მეტ ხანს ნუ გააჩერებთ, თან მუდმივად აკონტროლეთ;
11. გამოიღეთ, გადაიტანეთ თეფშებზე და აურიეთ კვერცხი და ყველი ერთმანეთს, სანამ გაცივებულა.

იმერული ხაჭაპური

იმერული სუფრა
საქართველოს კუთხეებს შორის იმერეთი გამორჩეულია თავისი სტუმარ-მასპინძლობით, იმერლები უპირატესობას ბოსტნეულით დამზადებულ ნიგვზიან კერძებს ანიჭებენ, მაგრამ იმერულ სუფრაზე აუცილებელია იმერული "ჭყინტი" ყველი და განუმეორებელი იმერული ხაჭაპური.


იმერული "ჭყინტი" ყველი ძროხის რძისგან დამზადებული უმარილო ყველია, სწორედ მისგან ამზადებენ იმერლები საქვეყნოდ ცნობილ უგემრიელეს ხაჭაპურს.


ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს ან ხაჭოიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით იზილება; შიგთავსი კი როგორც წესი შეიცავს ყველს ან ხაჭოს, კვერცხით და კარაქით დაზელილს. იმერული ხაჭაპური უნდა იყოს მრგვალი ფორმის, თხელი და სასურველია კეცზე გამოცხვარი. სუფრასთან მიტანისას მას ოთხ ან ექვს ნაჭრად ჭრიან და ხელით ჭამენ.


რეცეპტი 1


მასალა:
1 კგ. პურის ფქვილი; 2 ჩაის ჭიქა მაწონი; 700-800 გრ. ცხიმიანი ყველი ;


მომზადება:
ცომი იზილება მაწვნით და კვერცხით. ცოტა ხანი უნდა გავაჩეროთ გასაფუებლად. როცა აფუვდება გააბრტყელეთ და ზედ მოათავსეთ ოდნავ მარილიანი დაფშვნილი ყველი. მოუკარით თავი, თხლად გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ.
რეცეპტი 2
მასალა:
500 გრამი პურის ფქვილი, 4 ცალი კვერცხი, 0,5 ლიტრი მაწონი (აჭრილი რძე, არაჟანი, ან რძე) 1 სუფრის კოვზი სოდა ძმრით, 300 გრამი გამდნარი კარაქი და მარილი.
მომზადება:
თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი +0,5 ლიტრი მაწონი + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი, დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.
მეორე თასში დავფშვნათ 800 გრ. ყველი დავახალოთ ორი კვერცხი, ცოტა მარილი და 100 გრ კარაქი და კარგად ავურიოთ.
დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად შევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში. მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მთელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 - 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.