Wednesday, March 23, 2011

ქორწინების ტრადიცია ინგლისში


მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა ქვეყნის საქორწინო ტრადიცია ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ის, რაც მათ აქვთ საერთო, არის სილამაზე.. ამ საქორწინო რიტუალების გაცნობისას შეიძლება ბევრი მათგანი უცნაურადაც მოგეჩვენოთ და ვერც კი ჩაწვდეთ იდეის აზრს, მაგრამ ეს გასაკვირი არცაა, ის ხომ სხვა, სრულიად უცხო ქვეყვის ტრადიციების გამოხატველია...
დიდი ინტერსით გავეცანი ინგლისის საქორწინო ტრადიციას, და მინდა თქვენც გაგიზიაროთ მისი არსი,ხოლო თუ რამდენად საინტერესო და მოსაწონი აღმოჩნდება თქვენთვის, ეს თავად შეაფასეთ!
საქორწინო რიტუალის დროს, პატარძალს გვერდს უმშვენებს პატარა გოგონა, რომელიც ეკლესიას სურნელოვანი ყვავილებით რთავს, მიმოფანტავს გარშემო, ეკლესიის შემოსასვლელიდან სამლოცველოს კარამდე... ეს ყვავილებით დაფარული გზა შედარებულია პატარძლის მიერ გასავლელ ცხოვრების გზასთან, რომელიც უნდა იყოს ლამაზი, ბედნიერებით და სიყვარულით აღსავსე. პატარძალს ასევე გვერდს უმშვენებს მისი მეჯვარე, რომელსაც უნდა ეცვას პატარძლის მსგავსი კაბა. ამის მიზეზი კი თურმე ის არის, რომ ავმა თვალმა ვერ გაარჩიოს ნამდვილი პატარძალი და არ გახდეს წყევლის ობიექტი...
პატარძალს კაბაზე აკერებენ ბედის თილისმას, რომელიც არის ვერცხლისფერი და ნალის ფორმა აქვს და თუ რატომ ნალის ამას ქვემოთ აუცილებლად გაგიმხელთ. ძველად, ინგლისში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პატარძალს უნდა ეტარებინა ნალი, რომელსაც ბაფთა ექნებოდა გამობმული,ეს ყოველივე კი კარგი მომავლის სიმბოლო იყო.
რაც შეეხება უშუალოდ საქორწინო ცერემონიას, იგი მსგავსია ბევრ ქვეყანაში არსებული საქორწინო ცერემონიისა, რომლის დროსაც წყვილები ერთმანეთს ჰფიცავენ სიყვარულს სამლოცველოს შესასვლელთან, ამ პროცესს კი თვალს ადევნებს უამრავი მოწვეული სტუმარი.
როდესაც საუბარია ინგლისის საქორწინო ტრადიციაზე, შეუძლებელია მხედველობიდან გამოგრჩეს შემდეგი: საქორწინო სუფრაზე ყოველთვის არის ე.წ."ქორწინების ნამცხვარი", რომელსაც "ხილის ნამცხვარი" ეწოდება და მზადდება ალუბლისგან, ნუშისგან, ქიშმიშისგან და სხვა ინგრედიენტებისგან. ამ ნამცხვრის ზედა ფენას ეწოდება "christening cake", ანუ "ნათლობის ნამცხვარი" და მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.. ამ ზედა ფენას წყვილი ინახავს მათი პირველი შვილის ნათლობამდე. აგრეთვე სტუმრებს მიართმევენ ე.წ. "სასიძოს ნამცხვარს" ("the groom's cake"), რომელიც ადრე ხილისგან მზადდებოდა, დღესდღეობით კი მას შოკოლადიისგან ამზადებენ). 
რაც შეეხება წვეულებას, მას "ribbon pull"-ს უწოდებენ ანუ "ლენტის გაწევას". იდეა კი მდგომარეობს იმაში, რომ მეჯვარეები საქორწინო ტორტის ირგვლივ იწევენ ლენტს, სანამ წყვილები იზიარებენ ტორტის პირველ ნაჭერს...
კიდევ ერთი საქორწინო ტრადიცია უძველესი დროიდან (tudor period) იღებს სათავეს, თუმცა დღესდღეობით დამკვიდრებული ტრადიცია მასთან დიდ კავშირშია. ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ, ჯვრისწერიდან გამოსული ინგლისელი სტუმრები ფეხსაცმლებს ესროდნენ იმ ეტლს, სადაც ნეფე–პატარძალი უნდა ჩამსხდარიყვნენ. ეს ერთგვარი რწმენა იყო, რომ წყვილების ქორწინება წარმატებული იქნებოდა... თანამედროვე ტრადიციის მიხედვით კი ფეხსაცმლის სროლა მასზე ზონრის შეკვრამ შეცვალა. აუცილებელია აღინიშნოს ერთი გარემოება,ქორწილის დროს თუ წვიმს, ეს ძალიან კარგი ნიშანია, ამას უკავშირდება რწმენა იმის შესახებ, რომ წყვილს ფორტუნა გაუღიმებს და მათი ქორწინება დიდ ხანს გასტანს..

No comments:

Post a Comment