ხინკალი
Friday, March 25, 2011
Thursday, March 24, 2011
ღორის ჩაბასტურმებული მწვადი
მსუქანი ღორის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ჩავდოთ თიხის, მინანქრის ან ფაიფურის ჭურჭელში. დავაყაროთ ალყა–ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, დავასხათ ძმარი, დავახუროთ სახურავი და შევინახოთ რამოდენიმე საათით (შეიძლება ერთი დღე და ღამეც). შემდეგ ამოვიღოთ, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მზად იქნება, მოვაყაროთ ალყა–ალყა დაჭრილი ხახვი და სუფრასთან მივიტანოთ. შეგიძლიათ ბროწეულიც მოაყაროთ.
ხინკალი
- მსუქანი ცხვრის ხორცი (ან საქონლის ) - 300გრ,
- ღორის ხორცი - 200გრ,
- წითელი ხახვი - 3 საშუალო თავი,
- პურის ფქვილი - 500გრ,
პილპილი, მარილი - გემოვნებით.
დამზადების მეთოდი [რედაქტირება]
დაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ შავი პილპილი, მარილი და ცივი წყალი (1,5 ჭიქა დაახლოებით).
გაჭერით პურის ფქვილი, მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ, დაუმატეთ მარილი, ჩაასხით ცივი წყალი და მოზილეთ მაგარი ძარღვანი ცომი. (ნახევარი საათის განმავლობაში ცომი სულ უნდა ზილოთ). დაასვენეთ ცომი 1საათი.
ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით 1 სმ სისქის) , გამოჭერით ჭიქით და გააბრტყელეთ სადესერტო თეფშისოდენა მრგვალ ნაჭრებად.
თითოეულ ნაჭერზე დაადეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, შემოუკეცეთ ნაპირები, მოგრიხეთ, დატკეპნეთ და მიეცით ლეღვისებური ფორმა. შემდეგ მოათავსეთ ზომიერ მარილიან მდუღარე წყალში და ხარშეთ. დროდადრო ფრთხილად ურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, მოასხით ნახევარი ლ ცივი წყალი , ამოიღეთ ,მოაყარეთ პილპილი და გემრიელად მიირთვით.
შეგერგოთ!
Wednesday, March 23, 2011
აჭარული ხაჭაპური
1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე;
2. გადაზილეთ ცომი და გაყავით 3 ნაწილად. დატოვეთ ფქვილ მოყრილ კულინარიულ დაფაზე 10-15 წუთით;
3. ამ დროში ყველი (ან მათი სახეობები აურიეთ ერთმანეთში და გაყავით 3 ნაწილად);
5. შუა გულში დადეთ ყველი და გაშალეთ ცომზე, ისე, რომ ცომის კიდეები 3 სმ სიგანით ყველის გარეშე დარჩეს;
6. ცომის ეს თავისუფალი გვერდები გადმოკეცეთ ყველზე ზემოდან შემდეგი წესით:
ა) კიდეები, დაახლოებით ხაჭაპურის სიგრძის ¼ ორივე მხრიდან უნდა იყვეს დახურული, ამისათვის, ცომი ორივე მხრიდან წამოკეცეთ ერთმანეთისკენ და შეკარით, შეეცადეთ ეს ნაკერი შეუმჩნეველი დარჩეს;
ბ) ხაჭაპურის სიგრძის შუა ნახევარი რჩება ღია, ანუ ცომის კიდეებს შორის ყველი უნდა ჩანდეს. აქ, შეეცადეთ, რომ ძალიან ფართედ არ გამოაჩინოთ ყველი, რადგან შემდეგ თავისითაც გაიშლება.
7. შეეცადეთ, ხაჭაპური ფორმის შეუცვლელად გადაიტანოთ თუნუქის ფურცელზე. ამ დროს, როგორც წესი - ხაჭაპურის ცომი უფრო იწელება, ვიდრე თავიდან გქონდათ გაკეთებული, ამიტომ უფრო პატარა ზომის მოამზადეთ, ვიდრე თქვენი ღუმლის ფურცელია და შემდეგ მასზე „გაწელეთ“ სიგრძის მიხედვით;
8. ყველა ხაჭაპურის თუნუქზე გადატანის შემდეგ შედგით ღუმელში. ღუმელში ენთოს მხოლოდ ქვედა განყოფილება;
9. როცა ცომი შემაგრდება და ხაჭაპური თითქმის გამომცხვარია - ცომს გადაუსვით კარაქი ან კვერცხი, უკეთესი ფერისათვის და აანთეთ ზედა განყოფილებაც;
10. როცა ხაჭაპური მზად იქნება - ღია, ყველიან ნაწილში ჩაახალეთ კვერცხი და ჩადეთ 1 მომცრო ნაჭერი კარაქი. კვერცხმა მხოლოდ უნდა შეიკრას თავი და ან გამოცხვეს, ამიტომ 2-3 წუთზე მეტ ხანს ნუ გააჩერებთ, თან მუდმივად აკონტროლეთ;
11. გამოიღეთ, გადაიტანეთ თეფშებზე და აურიეთ კვერცხი და ყველი ერთმანეთს, სანამ გაცივებულა.
იმერული ხაჭაპური
იმერული სუფრა
საქართველოს კუთხეებს შორის იმერეთი გამორჩეულია თავისი სტუმარ-მასპინძლობით, იმერლები უპირატესობას ბოსტნეულით დამზადებულ ნიგვზიან კერძებს ანიჭებენ, მაგრამ იმერულ სუფრაზე აუცილებელია იმერული "ჭყინტი" ყველი და განუმეორებელი იმერული ხაჭაპური.
იმერული "ჭყინტი" ყველი ძროხის რძისგან დამზადებული უმარილო ყველია, სწორედ მისგან ამზადებენ იმერლები საქვეყნოდ ცნობილ უგემრიელეს ხაჭაპურს.
ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს ან ხაჭოიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით იზილება; შიგთავსი კი როგორც წესი შეიცავს ყველს ან ხაჭოს, კვერცხით და კარაქით დაზელილს. იმერული ხაჭაპური უნდა იყოს მრგვალი ფორმის, თხელი და სასურველია კეცზე გამოცხვარი. სუფრასთან მიტანისას მას ოთხ ან ექვს ნაჭრად ჭრიან და ხელით ჭამენ.
რეცეპტი 1
1 კგ. პურის ფქვილი; 2 ჩაის ჭიქა მაწონი; 700-800 გრ. ცხიმიანი ყველი ;
მომზადება:
ცომი იზილება მაწვნით და კვერცხით. ცოტა ხანი უნდა გავაჩეროთ გასაფუებლად. როცა აფუვდება გააბრტყელეთ და ზედ მოათავსეთ ოდნავ მარილიანი დაფშვნილი ყველი. მოუკარით თავი, თხლად გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ.
რეცეპტი 2
მასალა:
500 გრამი პურის ფქვილი, 4 ცალი კვერცხი, 0,5 ლიტრი მაწონი (აჭრილი რძე, არაჟანი, ან რძე) 1 სუფრის კოვზი სოდა ძმრით, 300 გრამი გამდნარი კარაქი და მარილი.
მომზადება:
თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი +0,5 ლიტრი მაწონი + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი, დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.
მეორე თასში დავფშვნათ 800 გრ. ყველი დავახალოთ ორი კვერცხი, ცოტა მარილი და 100 გრ კარაქი და კარგად ავურიოთ.
დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად შევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში. მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მთელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 - 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.
მეორე თასში დავფშვნათ 800 გრ. ყველი დავახალოთ ორი კვერცხი, ცოტა მარილი და 100 გრ კარაქი და კარგად ავურიოთ.
დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად შევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში. მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მთელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 - 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.
აფრიკული ქორწილის ტრადიცია
აფრიკა აფრიკულ ქვეყნებში საქორწინო ტრადიციებს გეოგრაფიული, რეგიონალური ნიშნით განასხვავებენ. შესაბამისად, მათი ტრადიცია მეტად მრავალფეროვანია.წყვილის ერთმანეთთან დაკავშირებაზე ოჯახები ზრუნავენ. აქედან გამომდინარე, მომავალი მეუღლეები მათსავე გადაწყვეტილებას ემორილებიან. ქორწინებას წინ უსწრებს ე.წ. საპატარძლოს გამზითვების პროცესი, რომელსაც „ნსუა” ეწოდება. აფრიკული ქორწინების მთავარი მიზანი შთამომავლობის გაჩენაა. ამიტომ, უშვილო წყვილის ქორწინება შეიძლება გაუქმდეს კიდეც. ცერემონიის დღეს, საპატარძლოს ოჯახს და მეგობრებს წარუდგენენ. მას "მამამთილისთვის" ძღვენი მიაქვს, რითაც ახალი ოჯახისადმი თავის კუთვნილებას ადასტურებს.
ინდური ქორწილის ტრადიცია
ინდოეთი- ინდოეთში მრავალი რელიგიის არსებობის გამო, საქორწინო ტრადიციები მეტად განსხვავებულია და შედგება სხავდასხვა რიტუალისგან. ხშირია წინასწარი მოლაპარაკების შედეგად ქორწინება. მსგავსად აფრიკულისა, ინდური შეუღლებაც ფინანსურ გარიგებას წააგავს. ოჯახები თანხმდებიან ფინანსურ დანახარჯებზე,იკრიბებიან ქორწინების თარიღის შესათანხმებლად. დანიშნულ დღეს, საპატარძლოს ძმა კორტეჟით მიემართება სასიძოსა და სტუმრების ქორწინების ადგილამდე მოსაცილებლად. პატარძლის ოჯახი უმასპინძლდება სტუმრებს. წვეულების დამთავრებისა და კურთხევის მიღების შემდეგ, ნეფეს პატარძალი სახლში მიჰყავს.
მუსლიმანური ქორწილის ტრადიცია
მუსულმანური ქორწილი - ქორწინება ქალისა და მამაკაცის თანხმობით ხდება.განსხვავება კი ისაა, რომ ქალის გადაწყვეტილებას მამა წარადგენს. მრწამსი უმთავრეს როლს ასრულებს შეუღლებისას. წინასაქორწილო სამზადისში, პატარძალს, ორი ახალგათხოვილი ნათესავი ეხმარება. დედოფალს წინასწარ ამზადებენ,სამკაულებით რთავენ, ზოგჯერ კი ხნით სხეულს უხატავენ. ეს ნახატები ერთგვარი ამულეტებია და წარმოადგენს ნაყოფიერების სიმბოლოს. წვეულების განმავლობაში, საპატარძლო ტანისამოსს შვიდჯერ იცვლის. თითოეული მათგან მდიდრული უნდა იყოს. წვეულება ორ ეტაპად იყოფა. პირველი ნახევრის განმავლობაში ქალები და მამაკაცები სხვადასხვა შენობაში იმყოფებიან. მოგვიანებით, სასიძო საპატარძლოს მოსაყვანად მიემართება, იმამი კი წყვილს მოწმეების თანდასწრებით აქორწინებს.
ჩინური ქორწილის ტრადიცია
ჩინური ქორწილი - წყვილის ოჯახების თანხმობის შემთხვევაში, დგინდება საპატარძლოსა და სასიძოს ჰოროსკოპი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაფერისობაში. მომავალ მეუღლეებს ქორწილის დღემდე შეხვედრა არ შეუძლიათ. რიტუალისას კი, აუცილებლად წითელი ფერის ტანსაცმლით იმოსებიან, რადგან წითელი სიხარულისა და ბარაქის ფერია. სახლში მისვლისას, წყვილი საკურთხევლის წინ მუხლს იყრის და ზეცის, მიწის, წინაპრებისგან კურთხევას ითხოვს. ამის შემდგომ, ახლად დაქორწინებულები ცალკე ოთახში მიჰყავთ.
ქორწინების ტრადიცია ინგლისში
მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა ქვეყნის საქორწინო ტრადიცია ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ის, რაც მათ აქვთ საერთო, არის სილამაზე.. ამ საქორწინო რიტუალების გაცნობისას შეიძლება ბევრი მათგანი უცნაურადაც მოგეჩვენოთ და ვერც კი ჩაწვდეთ იდეის აზრს, მაგრამ ეს გასაკვირი არცაა, ის ხომ სხვა, სრულიად უცხო ქვეყვის ტრადიციების გამოხატველია...
დიდი ინტერსით გავეცანი ინგლისის საქორწინო ტრადიციას, და მინდა თქვენც გაგიზიაროთ მისი არსი,ხოლო თუ რამდენად საინტერესო და მოსაწონი აღმოჩნდება თქვენთვის, ეს თავად შეაფასეთ!
საქორწინო რიტუალის დროს, პატარძალს გვერდს უმშვენებს პატარა გოგონა, რომელიც ეკლესიას სურნელოვანი ყვავილებით რთავს, მიმოფანტავს გარშემო, ეკლესიის შემოსასვლელიდან სამლოცველოს კარამდე... ეს ყვავილებით დაფარული გზა შედარებულია პატარძლის მიერ გასავლელ ცხოვრების გზასთან, რომელიც უნდა იყოს ლამაზი, ბედნიერებით და სიყვარულით აღსავსე. პატარძალს ასევე გვერდს უმშვენებს მისი მეჯვარე, რომელსაც უნდა ეცვას პატარძლის მსგავსი კაბა. ამის მიზეზი კი თურმე ის არის, რომ ავმა თვალმა ვერ გაარჩიოს ნამდვილი პატარძალი და არ გახდეს წყევლის ობიექტი...
პატარძალს კაბაზე აკერებენ ბედის თილისმას, რომელიც არის ვერცხლისფერი და ნალის ფორმა აქვს და თუ რატომ ნალის ამას ქვემოთ აუცილებლად გაგიმხელთ. ძველად, ინგლისში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პატარძალს უნდა ეტარებინა ნალი, რომელსაც ბაფთა ექნებოდა გამობმული,ეს ყოველივე კი კარგი მომავლის სიმბოლო იყო.
რაც შეეხება უშუალოდ საქორწინო ცერემონიას, იგი მსგავსია ბევრ ქვეყანაში არსებული საქორწინო ცერემონიისა, რომლის დროსაც წყვილები ერთმანეთს ჰფიცავენ სიყვარულს სამლოცველოს შესასვლელთან, ამ პროცესს კი თვალს ადევნებს უამრავი მოწვეული სტუმარი.
როდესაც საუბარია ინგლისის საქორწინო ტრადიციაზე, შეუძლებელია მხედველობიდან გამოგრჩეს შემდეგი: საქორწინო სუფრაზე ყოველთვის არის ე.წ."ქორწინების ნამცხვარი", რომელსაც "ხილის ნამცხვარი" ეწოდება და მზადდება ალუბლისგან, ნუშისგან, ქიშმიშისგან და სხვა ინგრედიენტებისგან. ამ ნამცხვრის ზედა ფენას ეწოდება "christening cake", ანუ "ნათლობის ნამცხვარი" და მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.. ამ ზედა ფენას წყვილი ინახავს მათი პირველი შვილის ნათლობამდე. აგრეთვე სტუმრებს მიართმევენ ე.წ. "სასიძოს ნამცხვარს" ("the groom's cake"), რომელიც ადრე ხილისგან მზადდებოდა, დღესდღეობით კი მას შოკოლადიისგან ამზადებენ).
რაც შეეხება წვეულებას, მას "ribbon pull"-ს უწოდებენ ანუ "ლენტის გაწევას". იდეა კი მდგომარეობს იმაში, რომ მეჯვარეები საქორწინო ტორტის ირგვლივ იწევენ ლენტს, სანამ წყვილები იზიარებენ ტორტის პირველ ნაჭერს...
კიდევ ერთი საქორწინო ტრადიცია უძველესი დროიდან (tudor period) იღებს სათავეს, თუმცა დღესდღეობით დამკვიდრებული ტრადიცია მასთან დიდ კავშირშია. ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ, ჯვრისწერიდან გამოსული ინგლისელი სტუმრები ფეხსაცმლებს ესროდნენ იმ ეტლს, სადაც ნეფე–პატარძალი უნდა ჩამსხდარიყვნენ. ეს ერთგვარი რწმენა იყო, რომ წყვილების ქორწინება წარმატებული იქნებოდა... თანამედროვე ტრადიციის მიხედვით კი ფეხსაცმლის სროლა მასზე ზონრის შეკვრამ შეცვალა. აუცილებელია აღინიშნოს ერთი გარემოება,ქორწილის დროს თუ წვიმს, ეს ძალიან კარგი ნიშანია, ამას უკავშირდება რწმენა იმის შესახებ, რომ წყვილს ფორტუნა გაუღიმებს და მათი ქორწინება დიდ ხანს გასტანს..
ქრისტეშობის აღნიშვნის ტრადიციები იტალიაში
მთელ ქრისტიანულ სამყაროში ქრისტესშობა - უდიდესი დღესასწაულია. ბევრ ქვეყანას და მათ შორის იტალიასაც ქრისტესშობის აღნიშვნის საკუთარი, განსხვავებული ტრადიციები გააჩნია.
ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, იტალიელები ყოველ შობა დღეს იკრიბებიან ოჯახში და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთს მიართვან საშობაო საჩუქრები, არამედ იმისთვისაც, რომ გაიხსენონ ის თუ რამდენად მხიარულია ყოველთვის ოჯახური სუფრა. ზოგ მხარეში მიირთმევენ შემწვარ ვირთევზას ან ქორჭილას და აყოლებენ თეთრ ღვინოს.
დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ბევრი იტალიელი ამ დღეს ფანჯრიდან ისვრის მოძველებულ ნივთებს, რათა დაემშვიდობოს უსიამოვნებებს, რომლებიც შეხვდათ წინა წლის განმავლობაში.
საშობაო მენიუ განსხვავდება, მაგრამ ძირითადად ის შესდგება ბულიონიანი პელმენებისგან, ფარშირებული ხორცისგან, ტკბილი ფუნთუშებისა ან მილანური კულიჩისგან.
კიდევ ერთი ტრადიცია: პატარ - პატარა ბაზრობები, რომლებიც მრავლად იხსნებიან ნოემბრის თვის ბოლოს წყვეტენ ვაჭრობას ქრისტესშობის დადგომის წინადღეს. ეს ბაზრობები ყოველთვის ბევრ ხალხს იზიდავენ. რას არ ნახავს ადამიანი აქ - უამრავ ხელნაკეთ სათამაშოს, მცირე ზომის სტატუეტს, საოცარი ფორმისა და ფერის სანთელს, ტკბილეულს, გამხმარი ყვავილებისგან დამზადებულ გვირგვინებს, ფერად-ფერად ბაფთებს, სახლის და ნაძვის ხის მოსართავ ატრიბუტებს და სხვას.
Friday, March 18, 2011
მსოფლიოს ტრადიციები
მოგესალმებით , ჩემს საიტზე განთავსებული მასალა ეხება მსოფლიო ქვეყნების ტრადიციებს . გამოირჩევა მრავალფეროვნებით : მოიცავს როგორც სხვდასხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელ რიტუალებს , ისე კულინარიულ კერძებს და მათ რეცეპტებს .ჩემი მიზანია საიტზე შეძლებისდაგვარად განვათავსო ამომწურავი ინფორმაცია , რათა დავაკმაყოფილო თქვენი ინტერესები .
Subscribe to:
Posts (Atom)